დაწყებითი განათლების პროექტის გაფართოების ფაზის
საინფორმაციო ფურცელი
პროექტის მიზნები
განათლების სისტემის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის მიზანია ბავშვზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება და თითოეული მოსწავლის პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დასახული არაერთი მიზნის მიღწევაში. პროექტი ხელს უწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში. დამატებით, 2015 წ. იანვრიდან G-PriEd-ი იწყებს ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამის განხორციელებას შერჩეულ საპილოტე სკოლებში, რომელიც ითვალისწინებს „მეწარმეობის“, „ფინანსური წიგნიერების“ და „დასაქმებისთვის მზაობის“ უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას I-IV კლასებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთანთანამშრომლობით G-PriEd-ი ხელს უწყობს სისტემის სხვადასხვამნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერებას. კერძოდ, პროექტის ფარგლებშიმასწავლებლები ეუფლებიან სწავლების ეფექტურ და ინოვაციურ სტრატეგიებს. პროექტი ეხმარება მასწავლებლებლებს განმავითარებელი შეფასებისეფექტურად დანერგვასა და მოსწავლეების მიღწევების რეგულარულმონიტორინგში. პროექტმა შეიმუშავა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს სკოლებში სწავლა-სწავლების გაუმჯობესებასა დამოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას. აღნიშნულიინოვაციების სკოლებში დანერგვისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, G-PriEd-ი უზრუნველყოფს სკოლის დირექტორების მომზადებასა დაინფორმირებას მათი როლისა და პროექტის ძირითადი აქტივობების შესახებ. პროექტი ახორციელებს ღონისძიებებს სასკოლო ცხოვრებაში მშობლებისა დასაზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების მიზნით. დაბოლოს, პროექტიხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დანერგვაში.
2013-2015 აკადემიური წლების განმავლობაში აღნიშნული აქტივობებში ჩართულია 122 საპილოტე სკოლა.
გაფართოების ფაზის აქტივობები
1. სკოლების შერჩევა
1.1 სკოლების შერჩევის პრინციპი: პროექტის გაფართოების ფაზა მოიცავს დაახლოებით 500 საჯარო სკოლას. პროექტი მიზნად ისახავს ყველა რეგიონის პროპორციული წარმომადგენლობის მიღწევას, შესაბამისად, თითოეული რეგიონიდან შეირჩევა შესაბამისი სკოლების 25%-დე. შერჩევა მოხდება ორი პირობის გათვალისწინებით: 1) სრულად შევსებული აპლიკაცია და სამი დანართი; 2) დროული შემოტანა რეგიონზე ლიმიტის შევსებამდე. ლიმიტ-გადაცილებული სკოლების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე რეგიონში ლიმიტი არ შეივსო.
1.2 G-PriEd-ის პროექტში ჩართვის მსურველმა სკოლებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
• წარმოადგინოს სკოლის დირექტორის წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ
• წარმოადგინოს მასწავლებლების მინიმუმ 80%-ის წერილობითი თანხმობა პროექტის აქტივობებში მონაწილეობის შესახებ
• წარმოადგინოს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორობის კანდიდატების წერილობითი თანხმობა
• სკოლას უნდა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ინტერნეტი (არანაკლებ 500 KB-ისა)
• სკოლას უნდა ჰქონდეს კომპიუტერი სათანადო ვიდეო და აუდიო ფუნქციებითა და LCD პროექტორი პროექტის აქტივობებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში
1.3 სკოლების შერჩევის განრიგი
- 7 აპრილი - 22 აპრილი: აპლიკაციის ჩაბარება სკოლის მიერ
- 22 აპრილი - 30 აპრილი: აპლიკაციების მონაცემების დამუშავება და სკოლების პირველადი შერჩევა პროექტის მიერ
- 10 მაისი - 21 მაისი: საორიენტაციო შეხვედრების ჩატარება შერჩეულ სკოლებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მიზნით
- 21 მაისი - 30 მაისი: სკოლების საბოლოო შერჩევა
2. აქტივობები
გაფართოების ფაზის აქტივობები მოიცავს საკონტაქტო ღონიძიებებს (ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, სასკოლო ვიზიტები), არასაკონტაქტო ღონისძიებებს (ელექტრონული ტრენინგები) და საგანმანათლებლო რესურსების მიწოდებას მატერიალური და ელექტრონული სახით. G-PriEd-ის გაფართოების ფაზა ეფუძნება პროექტის მიერ შექმნილ ინტერნეტ-პორტალს, რომელზეც განთავსებულია ზემოაღნიშნული რესურსები.
1.1 სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა გულისხმობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბებასა და მათ მუშაობას ფასილიტატორს ხელმძღვანელობით; მასწავლებელთა ტრენინგებს ელექტრონული სწავლების მეშვეობით და საკლასო მუშაობის (საგაკვეთილო პროცესის) დაკვირვებას G-PriEd-ის ტრენერების და სკოლის დირექტორის მიერ.
- მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები: პროექტში მონაწილე სკოლებშიშეიქმნება მასწავლებელთა ორი სასწავლო ჯგუფი, კითხვისა დამათემატიკის მიმართულებით. თითოეულ მათგანს უხელმძღვანელებსშესაბამისი საგნის მასწავლებელი-ფასილიტატორი. მასწავლებელთასასწავლო ჯგუფის შექმნის მიზანია პედაგოგების სკოლის ბაზაზე უწყვეტიპროფესიული განვითარებისა და აქტიური ურთიერთსწავლების ხელშეწყობა. სასწავლო ჯგუფების ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა, მოსწავლეთა აკადემიური შედეგების ანალიზი, გაკვეთილების ერთობლივად დაგეგმვა და ჩატარება, გაკვეთილზე ურთიერთდასწრება, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და ანალიზი, სასწავლო სიტუაციების ანალიზი და სხვა. აღნიშნული შეხვედრები ჩატარდება მინიმუმ თვეში ერთხელ. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორი გაივლის რამდენიმე-დღიან მომზადებას აღნიშნული მიმართულებით.
- მასწავლებლების ტრენინგები G-PriEd-ი მიერ შექმნილი და აპრობირებული სწავლების ეფექტური და ინოვაციური სტრატეგიები წარმოდგენილია ელექტრონული კურსების სახით:
დასახელება
|
*სასწავლო სესიების რ-ბა
|
*სულ საათი
|
მათემატიკა, კურსი I: საბაზისო მათემატიკა დაგანმავითარებელი შეფასება
|
30 (45 წუთიანი)
|
23
|
მათემატიკა, კურსი II: კონსტრუქტივიზმი დადიფერენცირებული სწავლება
|
30 (45 წუთიანი)
|
23
|
კითხვა, კურსი I: კითხვის სწავლებისდაბალანსებული და ინტეგრირებული მეთოდები
|
30 (45 წუთიანი)
|
23
|
კითხვა, კურსი II: კითხვის დიფერენცირებულისწავლება
|
30 (45 წუთიანი)
|
23
|
მონაწილეობა მასწავლებელთა სასწავლო წრეში
|
1 (60 წუთიანი)
|
1
|
მასწავლებლის თვითშეფასება
|
1 (60 წუთიანი)
|
1
|
როგორ გადაიღი ვიდეო შენი საკლასო მუშაობაზე
|
1 (60 წუთიანი)
|
1
|
საკლასო პრაკტიკის შეფასება რუბრიკისგამოყენებით
|
1 (60 წუთიანი)
|
1
|
მშობელთა ჩართულობა
|
1 (60 წუთიანი)
|
1
|
G-PRIED-ის ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით ელექტრონული ტრენინგების ჩატარებას უხელმძღვანელებს შესაბამისი საგნის ფასილიტატორი ერთობლივად შედგენილი განრიგის მიხედვით. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი წინასწარ მოამზადებს ფასილიტატორებს ელექტრონული ტრენინგების ორგანიზება-ჩატარებაში.
- საგაკვეთილო პროცესის დაკვირვება
პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ მხარდაჭერას. G-PriEd-ის ტრენერები და დირექტორები დააკვირდებიან პედაგოგების სწავლების პრაქტიკასა და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების მუშაობას.
1.1 დაწყებითი კლასების კითხვისა და მათემატიკის სწავლების სტრატეგიები და რესურსები
- განმავითარებელი შეფასება
G-PriEd-ი ხელს უწყობს სკოლებში განმავითარებელი შეფასების ინოვაციურიინსტრუმენტების, მათ შორის, დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებას. აღნიშნული ინსტრუმენტები მასწავლებლებს დროულად აწვდის ინფორმაციასმოსწავლეთა მიღწევებისა და საჭიროებების შესახებ. ამ ინფორმაციაზედაყრდნობით მასწავლებლებს სათანადო ცვლილებები შეაქვთ სასწავლოპროცესში. G-PriEd-ის ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით მასწავლებელს აქვს საშუალება რამოდენიმე წამში შექმნას დიაგნოსტიკური ტესტის სხვადასხვა ვარიანტი, როგორც მთელი კლასისთვის, ასევე მოსწავლეთა ჯგუფისთვის ან ერთი მოსწავლისთვის; სწრაფად შეიყვანოს მოსწავლის/ეთა პასუხები და მიიღოს ტესტის შედეგის/ების ანალიზი როგორც მოსწავლის, ასევე კლასის ჭრილში ყველა და/ან ცალკეული კომპეტენციის მიხედვით. დიაგნოსტიკური ტესტირების პროგრამის გარდა, ინტერნეტ-პორტალზე ატვირთულია განმავითარებელი შეფასების მრავალი სხვა სტრატეგია და ინსტრუმენტი.
- სასწავლო რესურსები
ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით G-PriEd-იამზადებს და სკოლებს აწვდის საბავშვო წიგნებს დაწყებითი საფეხურისთითოეული კლასისათვის, თვალსაჩინოებებსა და აქტივობის ბარათებსდიფერენცირებული სწავლებისთვის. ყველა ეს და მრავალი სხვა რესურსი ხელმისაწვდომია G-PriEd-ის პორტალის საშუალებით.
- ოჯახისა და საზოგადოების მონაწილეობა
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად, G-PriEd-იახორციელებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ოჯახისა დასაზოგადოების ჩართულობის გაზრდა. მათ შორის მომზადდა მშობელთა ჩართულობის აქტივობების ბარათები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება G-PriEd-ის პორტალის საშუალებით.
გაფართოების ფაზის აქტივობების კალენდარი
N
|
აქტივობა
|
პერიოდი
|
დეტალური აღწირილობა
|
1
|
G-PriEd-ი ატარებსსაორიენტაციო შეხვედრებს სკოლის დირექტორებთან
|
2015 წ. 10 – 21 მაისი
|
საორიენტაციო შეხვედრები ჩატარდება რეგიონალურ ცენტრებში დაწყებითი განათლების პროექტის მიერ დეტალური ინფორმაციის მიწოდების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მიზნით
|
2
|
სკოლა აწვდის G-PriEd-ს განახლებულ მონაცემებს
|
2015 წ. ივნისი - 15 სექტემბერი
|
შეძლებისდაგვარად, სკოლა უგზავნის პროექტს განახლებულ მონაცემებს: 1) ფასილიტატორებზე; 2) 1-6 კლასების მოსწავლეებზე; 3) ქართული ენისა და მათემატიკის დაწყებითი კლასების (1-6) მასწავლებლებზე
|
3
|
დირექტორების ტრენინგები
|
2015 წ. 1 – 8 ოქტომბერი
|
G-PriEd-ი ატარებს ორ 1-დღიან ტრენინგებს დირექტორებისთვის. ტრენინგების თემატიკა: 1) დირექტორი, როგორს საგანმანათლებლო ლიდერი; 2) უწყვეტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სასკოლო დონეზე; 3) საკლასო დაკვირვება, უკუკავშირი და მასწავლებლის შეფასება; 4) დაწყებითი განათლების პორტალის პრეზენტაცია; 5) ელექტრონული სწავლების ხელშეწყობა და ხარისხის უზრუნველყოფა
|
4
|
ფასილიტატორების ტრენინგები
|
2015 წ. 10 – 12 ოქტომბერი
|
G-PriEd-ი ატარებს 2-დღიან ტრენინგს ფასილიტატორებთან. ტრენინგის თემატიკა: 1) რა არის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფი?; 2) რა არის ფასილიტატორის როლი და ფუნქციები?; 3) დაწყებითი განათლების ინტერნეტ-პორტალის პრეზენტაცია; 4) როგორ წარვმართოთ შეხვედრები / აქტივობები: მონაცემთა ანალიზი, სასწავლო სიტუაციის ანალიზი, ერთობლივი გაკვეთილები, საკლასო დაკვირვება და სამოდელო გაკვეთილები? ) როგორ ხდება ელექტრონული კურსების ფასილიტაცია მასწავლებლებისთვის
|
5
|
ელექტრონული ტრენინგების განრიგი
|
2015 წ. ოქტომბერი
|
სკოლის დირექტორი, ფასილიტატორები და მასწავლებლები ადგენენ ელექტრონული სწავლების განრიგს და უგზავნიან G-PriEd-ს
|
6
|
მასწავლებლების ელექტრონული ტრენინგები და პრაქტიკა
|
2015 წ. ოქტომბერი - 2016 წ. მაისი
|
განრიგის მიხედვით, მასწავლებლები მონაწილეობენ ელექტრონულ ტრენინგებში და იყენებენ მიღებულ ცოდნას და უნარებს საკლასო ოთახში. დგება სასკოლო ვიზიტების განრიგი
|
7
|
სასკოლო ვიზიტები
|
2015 წ. ნოემბერი - 2016 წ. მაისი
|
G-PriEd-ს ტრენერები და სკოლის დირექტორი ატარებს რეგულარულ საკლასო დაკვირვებას და უკუკავშირს
|
8
|
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები
|
2015 წ. 15 ნოემბერი - 2016 წ. მაისი
|
ფასილიტატორის მეშვეობით სკოლაში ტარდება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრები წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით.
|
9
|
რესურსების მიწოდება
|
2015 წ. დეკემბერი
|
G-PriEd-ი მიაწოდებს სკოლას საგანმანათლებლო რესურსებს: წიგნებს, პლაკატებს, კითხვის და მათემატიკის აქტივობების ბარათებს, მანიპულატივებს და მშობელთა ჩართულობის ბარათებს
|
10
|
დამატებითი ტრენინგები, შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები
|
საჭიროების შემთხვევაში G-PriEd-ი ჩაატარებს დამატებით ღონისძიებებს დირექტორებთან, ფასილიტატორებთან, მასწავლებლებთან
|
Комментариев нет:
Отправить комментарий